ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

წლის საუკეთესო ქართული რომანი

განცხადებები

ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით უკვე მესამე წელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წლის საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოები 2011 წლის 5 დეკემბრიდან 2012 წლის 5 დეკემბრამდე უნდა იყოს გამოქვეყნებული. ამ პერიოდის განმავლობაში გამოცემული რომანების წარდგენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 31ოქტომბრიდან 5 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი. ჟიურის წევრები ინდივიდუალურად შეაფასებენ ნაწარმოებს საერთო შკალის მიხედვით. კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღება არ არის გათვალისწინებული. გაიმარჯვებს ის რომანი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს. ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდ ლიტერატურულ პრემიას - 10 000 ლარს მიიღებს.
აქამდე კონკურსში 41 რომანმა მიიღო მონაწილეობა,  „2010 წლის საუკეთესო ქართული რომანის” პრემია აკა მორჩილაძემ მიიღო რომანისათვის ”მამლუქი”, 2011 წლის გამარჯვებული - ზაზა ბურჭულაძის რომანი ”გასაბერი ანგელოზი” გახდა.

რომანი  (11 ეგზემპლარი) უნდა  წარადგინოთ მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსი".

თუკი რომანი გამოქვეყნებულია ელექტრონულად, მისი ლინკი გამოაგზავნეთ მისამართზე: pr@iliauni.edu.ge

ბანერები