ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

წარმომადგენლობითი საბჭოს განცხადება

განცხადებები

2013 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული შესწორება სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც,
„38.1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად;

38.11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
ეს შესწორება უფლებას აძლევს მთავრობას მოახდინოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებული უმაღლესი სასწავლებლების - სახელმწიფო უნივერსიტეტების რეორგანიზაცია/იურიდიული ფორმის ცვლილება უმაღლესი სასწავლებლის მოქმედი სუბიექტების, პროფესორების და სტუდენტების მიერ არჩეული, კოლეგიალური მმართველობითი ორგანოების ნების გათვალისწინების გარეშე. გარდა ამისა, ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ, უნივერსიტეტზე გავრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ვრცელდება საჯარო სამართლის სუბიექტებზე. შესაბამისად, ამ შესწორებით იზღუდება უნივერსიტეტების თვითმმართველობა და ავტონომია, რომელიც, თავის მხრივ, აკადემიური თავისუფლების უპირობო წყაროა.

ამიტომ, მივმართავთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოდთქმული და დაუბრუნონ უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევარებს და სტუდენტებს უფლება თვითონ გადაწყვიტონ, თუ რა იურიდიული ფორმით ურჩევნიათ არსებობა საქართველოს და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში.

ბანერები