ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

წარმომადგენლობითი საბჭოს განცხადება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით

განცხადებები

2015 წლის 17 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ სხდომაზე განიხილა სტუდენტების ერთი ჯგუფის მიერ შემოტანილი საკითხი, რომელიც ეხებოდა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას.

საბჭომ მოისმინა საარჩევნო პროცესში მონაწილე სტუდენტთა  მოსაზრებები, გამოთქვა  მათთან თანამშრომლობის მზადყოფნა და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩევნების პროცესში სრულ ნდობას უცხადებს თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საბჭო არწმუნებს სტუდენტებს, რომ წინასაარჩევნო პროცესი და თვით არჩევნებიც ჩატარდება გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში.

წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს უსურვებს წარმატებას 2015 წლის თვითმმართველობის არჩევნებში.

ბანერები