ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ვიშეგრადის უნივერსიტეტის გრანტები

განცხადებები

ვიშეგრადის უნივერსიტეტის სასწავლო გრანტების (VUSG) პროგრამა გასცემს გრანტებს პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებას შემდგომში მათი EaP (აღმოსავლეთის პარტნიორობის) ქვეყნების აკრედიტებულ უნივერსიტეტებსა და კოლეგებში დანერგვის მიზნით.

გრანტის მოპოვება შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ნებისმიერ უნივერსიტეტსა და კოლეჯს. კურსის/პროგრამის სწავლება შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე და მის მიმდინარეობას უზრუნველყოფს ვიშეგრადის ჯგუფის (V4) ქვეყნებიდან მოწვეული ერთი ან ორი ლექტორი (არა განმცხადებელი).

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 15 მაისი, 2013
წლიური ბიუჯეტი: €80.000
განაცხადის შეტანა უნდა მოხდეს ინგლისურ ენაზე.

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
1) რეზიუმე (კოორდინატორების)
2) კურსის/პროგრამის სილაბუსი
3) თანხმობის წერილი (მოწვეული ლექტორების შემთხვევაში)
4) თანხმობა მოცემულ აკადემიურ პროგრამაში სასწავლო კურსის შეტანის შესახებ
5) დაწესებულების აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
6) განმცხადებლის დაწესებულების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები
7) თითოეული სასწავლო კურსის აღწერა აკადემიური პროგრამის ფარგლებში

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდი: visegradfund.org

ბანერები