ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ვენის დიპლომატიური აკადემიისა და ვენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტის (ნაწილობრივი) სტიპენდია

ვენის დიპლომატიური აკადემიისა და ვენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტის (ნაწილობრივი) სტიპენდია გერმანული ენის შემსწავლელთათვის: 

თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკა გაცნობებთ, რომ ვენის დიპლომატიური აკადემია და ვენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტი 2009 წ. 10 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ატარებს საზაფხულო კურსს გერმანული ენის შემსწავლელთათვის. მონაწილეობის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2009 წ. 21 ივნისი. დაწვრილებითი ინფორმაცია იხ. შემდეგ ვებგვერდზე :

www.da-vienna.ac.at/sommerkurs

თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვენის უნივერსიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, ყოველ წელს წარადგენს ერთ კანდიდატს საზაფხულო კურსის ნაწილობრივ სტიპენდიაზე. ავსტრიული მხარე გაიღებს სტიპენდიანტის საცხოვრებელ ხარჯებს ვენაში, ასევე დაფარავს კურსის გადასახადს, ექსკურსიებთან დაკავშირებულ თანხებს და კვების ხარჯებს სამუშაო დღეებში. სტიპენდიაში არ შედის მგზავრობის თანხა თბილისიდან ვენამდე და უკან.
სტიპენდიის კანდიდატის გერმანული ენის ცოდნა უნდა შეესაბამებოდეს საშუალო დონეს(B 2).
ამავდროულად მისი ამჟამინდელი ან სამომომავლო გეგმები უნდა უკავშირდებოდეს ავსტრიას.
სტიპენდიის მიღების მსურველი საბოლოო გასაუბრებას გაივლის თბილისის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (ტელ.: 10 59 13) 2009 წ. 15 ივნისს, 12.00-14.00 სთ. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი რეკომენდაცია შესაბამისი ფაკულტეტიდან და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

 

ბანერები