ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ვენის დიპლომატიური აკადემიის სტიპენდიები

განცხადებები

ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი გაცნობებთ, რომ 2014-2015 სასწ. წლისათვის ვენის დიპლომატიური აკადემია გასცემს სტიპენდიებს  წარჩინებული უცხოელი  სტუდენტებისათვის. პრიორიტეტულ ქვეყანათა რიცხვში არის საქართველოც.

სტიპენდიები გაიცემა ერთწლიანი წინასადიპლომო და ორწლიანი სამაგისტრო კურსებისათვის, ასევე, ერთთვიანი საზაფხულო კურსისათვის გერმანულ ენაში.
დაწვრილებითი ინფორმაცია შემოთავაზებული პროგრამების შესახებ იხ. https://www.da-vienna.ac.at/de/programme
აპლიკაციის ფორმა სასტიპენდიო განაცხადისათვის იხ.

https://www.da-vienna.ac.at/jart/prj3/diplomatische_akademie/data/uploads/stipendien/Stipendium2011%20freigeschaltert.pdf

სასტიპენდიო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 მარტი.
 განაცხადი შეიძლება გაიგზავნოს ელ.ფოსტით genny.chiarandon@da-vienna.ac.at ან ვენის დიპლომატიური აკადემიის  საფოსტო მისამართზე: Favoritenstraße 15a · 1040 Wien, Österreich

ავსტრიული კულტურის ცენტრი გისურვებთ წარმატებებს!

ბანერები