ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ურთიერთგაგების მემორანდუმის საზეიმო ხელმოწერა

26 ნოემბერს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის 101 აუდიტორიაში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს "ბაზის ბანკს" შორის ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმებასა და სტაჟირებას ბაზის ბანკში.

ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთოიბების სამსახურს. ტელ: 8 77 23 77 18.

ბანერები