ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

უნივერსიტეტის მხარდამჭერი პროგრამა

განცხადებები

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) აცხადებს კონკურსს 2010-2011 წლების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამაზე და იწვევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საშუალო და მაღალი რანგის მმართველებს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამა შეიქმნა 2001 წელს საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მიერ. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ევრაზიის განსაზღვრულ უნივერსიტეტებს განახორციელონ რეფორმები ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კუთხით. ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით აირექსმა ხელი შეუწყო ათობით უნივერსიტეტის სხვადასხვა რანგის მმართველს მონაწილეობა მიეღოთ რვა კვირიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამაში ამერიკის შეერთებულ შტატებში და გასცა გრანტები უნივერსიტეტებისათვის კონკრეტული რეფორმების განსახორციელებლად.

უნივერსიტეტების ადმინისტრაციის მხარდამჭერი პროგრამის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც აკადემიურ, ისე ადმინისტრაციულ და სტრატეგიულ მართვას. დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე http://www.irex.ge, ან ბმული ქართულად, ინგლისურად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ასევე შეგიძლიათ მიმართოთ განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს. მის.: ჩოლოყაშვილის ქ. #3/5, ოთახი - F 315.

სააპლიკაციო ფორმა იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდამჭერი პროგრამა.

ბანერები