ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

უნივერსიტეტის ლექტორთა განვითარების პროგრამა (JFDP) (2011)

უნივერსიტეტის ლექტორთა განვითარების პროგრამა გამიზნულია პროფესიული განვითარებისთვის და საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, რომელთაც გააჩნიათ მკვლევართა და ინსტრუქტორთა აღზრდის დიდი პოტენციალი, შექმნან და განავითარონ ახალი კურსები; სრულყონ პედაგოგიური შესაძლებლობები, მიიღონ მეტი ინფორმაცია არჩეულ დარგში და ადგილობრივ და უცხოურ ინსტიტუტებს შორის მიმდინარე გაცვლებსა და ურთიერთობებში შეასრულონ შუამავლის როლი. პროგრამა მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში 5 თვიანი სტაჟირების კურსს.

სავალდებულო მოთხოვნები:

• კანდიდატს უნდა გააჩნდეს უნივერსიტეტის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• ასწავლიდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

• ჰქონდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი;

• ჰქონდეს ინლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.

საბუთების მიღება მიმდინარეობს ყოველი წლის ივლისი - ივნისის თვეებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდები: http://georgian.georgia.usembassy.gov/ge/resources.html http://jfdp.org/program.php

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები