ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

უნიკალური სამაგისტრო სკოლა კავკასიის რეგიონისათვის

1 მაისს, 17:00, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (101 აუდიტორია) გაიმართება კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია.
კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა (კკსს) არის კავკასიის რეგიონული კვლევების ინტერდისციპლინური ცენტრი, რომელიც მაღალი დონის სასწავლო და კვლევითი პროგრამებითაა დაკავებული.
2009 წლის შემოდგომიდან სკოლა იწყებს ორწლიან სამაგისტრო პროგრამას „კავკასია ევროპულ და გლობალურ კონტექსტში". კურსდამთავრებულები მიიღებენ რეგიონული და საერთაშორისო კვლევების მაგისტრის ხარისხს. სწავლების ენები - ქართული, რუსული და ინგლისური. საჭიროების მიხედვით შეთავაზებული იქნება ინტენსიური ენობრივი კურსები. სამაგისტრო პროგრამა იქნება საერთაშორისო და რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას სკოლა შესთავაზებს სტიპენდიებს სწავლების, მგზავრობის, ბინის და ცხოვრების ხარჯების დასაფარად. ლექციებს წაიკითხავენ ქართველი და მოწვეული უცხოელი პროფესორები.
სკოლის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციის ცერემონიალს გაუძღვება კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორი, პროფესორი გია ნოდია.

 

 

 

 

ბანერები