ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

უნგრეთის მთავრობის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობა ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისთვის შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად:

  • 10 სასწავლო სტიპენდია სრული და ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში;
  • 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში;
  •  5 სტიპენდია საექთნო საქმეში;
  • 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში;
  • 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში;
  •  5 სტიპენდიას სრული სადოქტორო პროგრამისათვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში.

ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში, სწავლების პერიოდი მოიცავს ერთ აკადემიურ წელს და სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
 
ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსთვის გამოყოფილ სფეროებში: სოფლის მეურნეობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მდგრადი განვითარება, საექთნო საქმე, ინჟინერია და ტექნოლოგია, წყლის რესურსების მართვა, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში, არჩევანი თავისუფალია. (იხ. დანართი 1)
 
სტუდენტებს მოეთხოვებათ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამისთვის აუცილებელი უცხო ენის შესაბამის დონეზე ფლობა. (იხ. დანართი 2)
 
სწავლის პროცესის უნგრულ ენაზე წარმართვის შემთხვევაში, სტუდენტები გაივლიან უნგრული ენის ერთწლიან მოსამზადებელ კურსს და, უნგრული ენის შესწავლის პარალელურად, მათ მიერ არჩეულ სფეროსთან დაკავშირებულ საგნებს.
 
ონლაინ სააპლიკაციო სისტემა გაიხსნება 2016 წლის იანვარში და დაიხურება 2016 წლის 1-ლ მარტს.
 
მოთხოვნილი საბუთების მიღება იწარმოებს როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემდეგ ელფოსტებზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge, აგრეთვე სასტიპენდიო პროგრამის სააპლიკაციო ბმულზე, რომელიც გაიხსნება 2016 წლის იანვარში და დაიხურება 2016 წლის 1-ლ მარტს.
 
დეტალური ინფორმაცია უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ფაილში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები