ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

უფასო სამაგისტრო პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში

სამშაბათს, 13 ოქტომბერს, 14.00 საათზე 101-ე აუდიტორიაში გაიმართება პრეზენტაცია   ამერიკის შეერთებულ შტატებში ედმუნდ მასკის სამაგისტრო გაცვლითი პროგრამის (Muskie) შესახებ.

ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).
პროგრამა საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ მაგისტრის ხარისხი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში შემდეგ სასწავლო დარგებში:
• ბიზნესის მართვა
• ეკონომიკა
• განათლება
• გარემოს დაცვის მენეჯმენტი
• საერთაშორისო ურთიერთობები
• ჟურნალისტიკა
• სამართალი

• საბიბლიოთეკო საქმე და საინფორმაციო მეცნიერება

  • სახელმწიფო მართვა

• საზოგადოებრივი ჯანდაცვა
• საზოგადოებრივი პოლიტიკა.

ბანერები