ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

უძრავის ქონების გასხვისების შესახებ

განცხადებები

2017 წელს იწყება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა. მშენებლობას ნაწილობრივ აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატები, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (“MCC”) ფარგლებში, ხოლო თანხის ნაწილის მობილიზაციას ახდენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რისთვის უნივერსიტეტის კოლეგიურმა
ორგანოებმა, საქართველოს განათლებისა დამეცნიერებისა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, მიიღეს გადაწყვეტილება, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში შავთელის შესახვევ N3-ში მდებარე უძრავის ქონების გასხვისების თაობაზე. აღნიშნული ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება ახალი კორპუსის მშენებლობას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უახლოეს პერიოდში განათავსებს აღნიშნულ ქონებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე- www.eauction.ge, სადაც დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინონ ზემოთ აღნიშნული ქონება.

ბანერები