ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

უცხოური ენების შემსწავლელი ფასიანი კურსები

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების დიდაქტიკის კვლევითი ცენტრი აგრძელებს მსმენელთა მიღებას უცხოური ენების შემსწავლელ ფასიან კურსებზე.
ცენტრში შესაძლებელია გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული, პოლონური, ინგლისური, თურქული, არაბული, სპარსული, ნიდერლანდური, ებრაული, ესპანური, ქართული (როგორც უცხო ენის) ენების შესწავლა ან ცოდნის გაღრმავება ენების საერთო ევროპული ჩარჩო-დონეების (A1-C2) მიხედვით.
ახალი სასწავლო წლიდან უცხოური ენების ჩამონათვალს დაემატა იაპონური ენა. მსმენელები მიიღებიან იაპონური ენის საბაზო I და II დონეებზე.

კურსების ღირებულება:

I. ენის შესწავლა ჯგუფებში (5-7 კაცი)

მთლიანი კურსის ღირებულება - 400 ლარი/80 აკად. სთ.
(ერთი კურსი/ქვესაფეხური: A1.1, A1.2, A2.1, A2.2, B1.1, B1.2, B2.1, B2.2, C1)
• ილიაუნის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ფასი - 200 ლარი 1 კურსისათვის (1 ქვესაფეხური/80 საათი)

II. ენის შესწავლა ინდივიდუალურად
კურსის ღირებულება: 1 საათი - 20 ლარი
კურსის განრიგი (საფეხურები/ქვესაფეხურები/კურსის ხანგრძლივობა/კურსის ტიპი) დგება ინდივიდუალურად მსმენელის სურვილისა და ტესტირების შედეგად!

კურსის საფასურის გადახდა:
კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია გადარიცხვით, ბაზისბანკში, უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე (№ GE55BS0000000000134585)
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასურველ კურსზე ადგილის დაჯავშნა შესაძლებელია შესაბამისი ტესტირებისა და კურსის საფასურის გადახდის შემდეგ.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 17:00 საათამდე მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი A 301

საკონტაქტო პირი: ნინო ქარელი
ტელ.: 2 29 46 12; 577 23 39 43
ელფოსტა: nino_kareli@iliauni.edu.ge

ბანერები