ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

უცხო ენის შემსწავლელი ფასიანი კურსები

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების დიდაქტიკის კვლევითმა ცენტრმა  განაახლა მიღება  უცხო ენის   შემსწავლელ ფასიან კურსებზე.
ცენტრში შესაძლებელია გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული, პოლონური, ინგლისური,თურქული, არაბული, სპარსული, ნიდერლანდური, ებრაული, ესპანური, ქართულის როგორც უცხო ენის  შესწავლა ან ამ ენებში ცოდნის გაღრმავება ენების საერთო ევროპული ჩარჩო - დონეების (A1-C2) მიხედვით.

კურსის საფასურის გადახდა:

კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია გადარიცხვით ბაზის ბანკში უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე (№ GE55BS0000000000134585)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასურველ  კურსზე ადგილის დაჯავშვნა შესაძლებელია შესაბამისი ტესტირებისა და  კურსის საფასურის გადახდის შემდეგ.

კურსების ღირებულება:

I. ენის შესწავლა ჯგუფებში (5-7 კაცი)
მთლიანი კურსის ღირებულება - 400 ლარი/80 აკად. სთ.
(ერთი კურსი/ქვესაფეხური: A 1.1, A 1.2, A 2.1, A 2.2, B 1.1, B1.2, B2.2, B2.2, C 1)
• ილიაუნის სტუდენტებისათვის ფასი 200 ლარი 1 კურსისათვის (1 ქვესაფეხური/80 საათი)

II. ენის შესწავლა ინდივიდუალურად
კურსის ღირებულება: 1 საათი - 20 ლარი
კურსის განრიგი (საფეხურები/ქვესაფეხურები/კურსის ხანგრძლივობა/კურსის ტიპი) დგება ინდივიდუალურად მსმენელის სურვილისა და ტესტირების შედეგად!

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე  შაბათ-კვირის გარდა  11 საათიდან 16 საათამდე მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი 32, C კორპუსი, II სართული, ოთახი C 205
შეკითხვებისათვის მიმართეთ:
ქალბატონ ნინო ქარელს: ტელ.: 322 23 28 77; 577 23 39 43.

ბანერები