


უცხო ენების შემსწავლელი კურსები
განცხადებები
გსურთ შეისწავლოთ რომელიმე უცხო ენა შედარებით მისაწვდომ ფასებში?
შემოუერთდით ილიაუნის ენების ცენტრის ფასიან კურსებს: აირჩიეთ დამატებით კურსად რომელიმე უცხო ენა (თქვენთვის სასურველი დონე წინასწარი ტესტირებით) და გადაიხადეთ 6 კრედიტის საფასური სემესტრში.
გთავაზობთ შემდეგი ენის კურსებს: გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, ნიდერლანდური, პოლონური, რუსული, არაბული, სპარსული, თურქული, ებრაული და ქართული (უცხოელთათვის).
სწავლის მოცულობა: 15 კვირა (სემესტრის განმავლობაში) კვირაში 6 საათი.
ცენტრი ასევე გთავაზობთ ესპანური ენის საერთაშორისო გამოცდისთვის DELE -სთვის მოსამზადებელ კურსებს, რომლებსაც გაუძღვება ესპანელი ლექტორი და გერმანულ ენაში TesT-DaF-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს, რომელსაც წარუძღვება გერმანელი ლექტორი.
სწავლის მოცულობა: 15 კვირა (სემესტრის განმავლობაში) კვირაში ერთხელ - 2 საათი.
კურსის ფასია 225 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჭავჭავაძის 32, მე-2 სართული, ოთახი С 205
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ენების ცენტრი
მაკა თაყაიშვილი
ელ. ფოსტა: maka.takaishvili@iliauni.edu.ge
ტელ.: 2 23 28 77; 595 23 91 08