ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2009/2010 სასწავლო წლისთვის

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2009/2010 სასწავლო წლისთვის  თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2009-2010 სასწავლო წლისთვის გამოყო 8 სტიპენდია მაძიებლის პროგრამაზე. 
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს სწავლას, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და სამედიცინო დაზღვევას. მგზავრობის ხარჯს ფარავს სტიპენდიანტი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საბუთების ჩამონათვალი მაძიებლის პროგრამებზე:
მაძიებლის პროგრამაზე აპლიკანტს უნდა ჰქონდს ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.
• სააპლიკაციო ფორმა (ორი ასლი სურათით 3x4-ზე)
• დიპლომი 2 ასლი
• ნიშნების ფურცელი 2 ასლი
• ჯანმრთელობის ცნობა
• ერთი ფოტოსურათი 3x4
• პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდი და ყველა შევსებული ან შტამპიანი გვერდის ასლი
• cv -ის ორი ასლი (ინგლისურ, თურქულ ან ფრანგულ ენებზე)
• ორი სარეკომენდაციო წერილი ( პროფესორებისაგან)
მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან თურქულ ენებზე და ორ ეგზემპლარად სხვადასხვა ფაილში
მედიცინის სპეციალობის კანდიდატთა განაცხადები არ მიიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები თურქული ენის საზაფხულო კურსებისთვის:
თურქული ენის კურსებზე მონაწილეობის მიღების მსურველი უნდა იყოს სტუდენტი ან უკვე უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება
• სააპლიკაციო ფორმა ( სურათით 3x4-ზე)
• დიპლომის ასლი
• ჯანმრთელობის ცნობა
• ერთი ფოტოსურათი 3x4
• პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდი და ყველა შევსებული ან შტამპიანი გვერდის ასლი

მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან თურქულ ენებზე და ორ ეგზემპლარად სხვადასხვა ფაილში თურქული ენის კურსები ტარდება სტამბულში, ანკარაში, იზმირში, ბურსაში, ანტალიასა და სამსუნში. ამათგან აპლიკანტს შეუძლია სამი სასურველი ქალაქის მითითება. კურსების ხანგრძლივობაა 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე.  
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ვებ- გვერდს:
www.digm.meb.gov.tr

საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2009 წლის 16 აპრილამდე.
საკონტაქტო პირი- თამარ მერაბიშვილი- უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველო ტელ:
8 32 43 88 79; მობ: 877 175 536; ელ-ფოსტა: tamarmerabishvili@rambler.ru    

ვრცლად წინამდებარე სტიპენდიის შესახებ თურქულ ენაზე იხილეთ PDF დოკუმენტში, ან მიმართეთ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 77 23 77 18 (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები