ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ტრენინგზე „საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოების პროცესის ტექნიკა“ განაცხადების მიღება დაიწყო

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების პროგრამასთან არსებული საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს მიღებას  სასერტიფიკატო კურსზე „საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოების პროცესის ტექნიკა“;

პროგრამის მიზანია, საჯარო, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ პირებს მისცეს ცოდნა საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოების პროცესის  შესახებ. სასერთიფიკატო პროგრამის გავლის შემდგომ  პირები შეძლებენ  საჯარო დაწესებულებებებში საქმისწარმოების  სტანდარტების დაცვას,   გამართული დოკუმენტების  მომზადებას როგორც  შიდა, ასევე გარე დაინტერესებული პირებისათვის   გამართული სერვისის მიწოდებას.

პროგრამის გავლის შედეგად მსემენელები შეძლებენ:


საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოების სტანდარტების შესაბამისად წერილების, ბრძანებების და შიდა მიმოწერის გამართულად შედგენას. მეცადინეობის მანძილზე  მოხდება დოკუმენტის შექმნა. საქმისწარმოების პრინციპების გაცნობა; სამართლებრივი დოკუმენტების გაცნობა.

სწავლება დაიყოფა ორ მოდულად:

1.საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოების მარეგულირებელი წესებისა  და რეგულაციების გაცნობა  - 12  საკონტაქტო საათი

2.პრაქტიკული სამუშაო საჯარო დაწესებულებებში  საქმისწარმოების  შესახებ მაგალითების გამოყენებით   - 12  საკონტაქტო საათი

სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში. კურსის მეთოდიკა ეფუძნება  პრაქტიკული სავარაჯიშოებისა და განხილვას; პირადი გამოცდილების გაზიარებასა და ანალიზს; თეორიული მასალის მისადაგებას პრაქტიკულ კომპონენტებთან.

კურსს უძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახიროს უფროსი დალი ცქიტიშვილი  მრავალწლიანი საჯარო და არასამთვარობო ორგანიზაციებში მუშაობის  გამოცდილებით.  ის რედაქტორია არერთი მნიშვნელოვანი ნაშრომისა მათ შორის უნივერსიტეტის მართვის სახელმძღვანელო;

https://mail.google.com/mail/u/0/images/cleardot.gif

კურსის ხანგრძლივობა: სულ მოიცავს 24 საათს გადანაწილებული 1/2 კვირის განმავლობაში; თითოეულ დღეს მეცადინეობების ხანგრძლივობა იქნება 3 საათი.

რადგან აღნიშნული კურსის საფასურის დიდი ნაწილი დაფინანსებულია USAID-ის მიერ  EWMI-G-PAC-ის პროექტის ფარგლებში მისი ღირებულება დარეგისტრირებული მსმენელისთვის შეადგენს 200 ლარს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და USAID-ის ერთობლივი  სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა გამოგზავნოთ CV-ი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: nino.kvavadze.1@iliauni.edu.ge

გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ საქმისწარმოების პროცესის ტექნიკა;

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2014  წლის 12 აგვისტო 18:00 საათი.

დაგვიკავშირდით:

მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
თბილისი 0162, საქართველო
ტელ:  (+995) 32 2 23 10 57(+995) 32 2 23 10 57(+995)  557 54 86 26
ელ-ფოსტა: nino.kvavadze.1@iliauni.edu.ge

ბანერები