ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

„ტრავმა და საზოგადოება" - კონფერენცია

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, კავშირი „საფარი“ და ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“ 2014 წლის 25-26 აპრილს გამართავენ ნ. ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიურ კონფერენციას „ტრავმა და საზოგადოება: კვლევა და პრაქტიკა“.
კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში
14:00-18:00 სთ – 25 აპრილს;
10:30-16:00 სთ – 26 აპრილს.
 
კონფერენციის ძირითადი თემებია:
- ფსიქოტრავმა, მისი მექანიზმები და გამოვლინებები;
- ტრავმის შემდგომი აშლილობების მკურნალობა და მოვლა;
- უახლესი კვლევები ფსიქოტრავმის სფეროში; მათი ზეგავლენა;
- მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინტერვენციების დანერგვა და განხორციელება.
 
კონფერენციას გახსნის პროფესორი ჯონათან ბისონი (კარდიფის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) ლექციით The impact of DSM5 and ICD11 on PTSD; ის ასევე წარუძღვება სემინარს „ტრავმის ნეირობიოლოგია და ფარმაკოლოგია“.
 მოხსენებებს წარადგენენ საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრები და ამ დარგის სხვა სპეციალისტები.  გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი აბსტრაქტები 15 აპრილამდე.
 
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

ბანერები