ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

თეზისების მიღება დაიწყო

განცხადებები

2013 წლის 25-26 დეკემბერს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიას“ ინიციატივით), თბილისში ჩატარდება II რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია პროფესორებისა და მკვლევარებისთვის „დრო და სივრცე ხელოვნებაში და მისი მართვა“.

რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები და შევსებული ანკეტის ფორმა უნდა გამოგვიგზავნოთ 2013 წლის 25 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ari@iliauni.edu.ge, ხოლო მოხსენების სრული ტექსტი - 2013 წლის 10 დეკემბრამდე.

ნაშრომის პარამეტრები:
• მოხსენება - 8 - 10 გვერდი,
• თეზისები არა უნდა აღემატებოდეს 150 / 200 სიტყვას (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
• შრიფტი:  Sylfael (ქართული ტექსტისთვის) და Times New Roman (ინგლისური ტექსტისთვის), ინტერვალი - 1,5, შრიფტის ზომა - 12.
• რეგლამენტი - 10 - 15წუთი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
კონფერენციის კოორდინატორს: ქეთევან ჩხიკვაძეს
ტელეფონები: +995 577 385655 // +995 555 470708
ელ ფოსტა:  ari@iliauni.edu.ge
skype: arts research institute

ბანერები