ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვის მიზნით და იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა 2010 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 9 თებერვლის 14:00 საათამდე. წარმოდგენილი პაკეტები გაიხსნება 2010 წლის 9 თებერვალს, 14:00 საათზე. ზეპირი ვაჭრობა ჩატარდება არაუგვიანეს 2010 წლის 18 თებერვლისა მისამართზე: ქ.თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5, მე-3 სართული, ოთახი № F 318.

სატენდერო განცხადება სრულად, იხ. ბმულზე:

სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჩოლოყაშვილის №3/5, მე-2 სართული, ოთახი № F210. საკონტაქტო პირები: ვასილ გაგნიძე, გიორგი ქობულაშვილი, ია გოგოტიშვილი. ტელ.: 23 49 06, 877 55 69 69.

ბანერები