ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ტემპუსის პროგრამის სიახლეები

ტემპუსის бѓЁбѓ”бѓ®бѓ•бѓ”бѓ“бѓ бѓђრა არის ტემპუსის პროგრამა და რა შესაძლებლობებს იძლევა მისი ახლად გამოცხადებული კონკურსი - ამ თემებს მიეძღვნა  შეხვედრა Tempus Info Day, რომელიც ამა წლის 4 მარტს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში ჩატარდა. შეხვედრა გახნსა ევროკავსირის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში პიერ ეკლუნდმა, რომლემაც ტემპუსის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აგრეთვე, ვრცელი მოხსენება გააკეთა ქ-მა ჰელენ სტიკოსმა, ევროკავშირის კულტურისა და განათლებლის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა, სადაც მიმოიხილა საქართველოში ტემპუსის პროგრამის მიმდინარეობა, მიღწეული წარმატებები და ის სიძნელეები, რომელიც პროგრამის განხორციელებისას წარმოიშვა.

შეხვერდა ევროკავშირის განათლებისა და კულტურის დირექტორატის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

ბანერები