ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

თეატრალური პროექტი "24-საათიანი ფესტივალი"

განცხადებები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და „რუსთაველის თეატრი“ აცხადებენ ახალგაზრდა დრამატურგების კონკურსს თეატრალურ პროექტში „24–საათიანი ფესტივალი“ მონაწილეობის მისაღებად.

„24-საათიანი ფესტივალის“ ფორმატის მიხედვით, შერჩეული 6 დრამატურგი ერთ ღამეში დაწერს პიესას მოცემულ თემაზე, რომელსაც თეატრის ახალგაზრდა რეჟისორები, დამწყებ მსახიობებთან ერთად, ერთ დღეში დადგამენ „რუსთაველის თეატრის“ ექსპერიმენტულ სცენაზე.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოგვაწოდონ თავიანთი CV პროფესიული გამოცდილებით და ლიტერატურული ნაწერის ერთგვერდიანი ნიმუში, მისამართზე: guledanig@state.gov

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 7 მარტი.

„24-საათიანი ფესტივალი“ გაიმართება „რუსთაველის თეატრში“ 2012 წლის 25–26 მარტს.

ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო დრამატურგი და რეჟისორი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან დაჯილდოვდებიან  „კინდლის“ ელექტრონული რიდერებით, სადაც ჩატვირთული იქნება ამერიკული პიესების კრებულები.

გისურვებთ წარმატებებს.

ბანერები