ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

თეატრალური განათების ტრენინგი ილიაუნიში

განცხადებები

7 მარტს 15:00 საათზე და 8 მარტს 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში ცნობილი ამერიკელი მხატვარ-გამნათებელი, ჯენიფერ ტიფტონი ტრენინგებს ჩაატარებს ქართველი რეჟისორებისთვის, სცენის მხატვრებისა და გამნათებელთათვის.

6 მარტს 17:00 საათზე კი A101 აუდიტორიაში შედგება ჯენიფერ ტიფტონის შეხვედრა ქართველ თეატრალებთან.

ჯენიფერ ტიფტონი იელის უნივერსიტეტის თეატრალური სკოლის პროფესორია. მისი ნამუშევრები თეატრალურ, საბალეტო და ოპერის დადგმებისათვის კარგად არის ცნობილი როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპასა და დიდ ბრიტანეთში. პროფ. ტიფტონის მიერ ბოლო დროს გაფორმებული წარმოდგენებია: პოლ ტეილორის ”სამი ბუნდოვანი მოგონება” ლონდონის სამეფო ბალეტის თეატრისთვის, ტენესი უილიამსის ”მინის სამხეცე” მარკ ტაპერის ფორუმისათვის, ”აიდა” (რეჟ. დავიდ მაკვიკარი) ლონდონის სამეფო ოპერაში და სხვა. ჯენიფერ ტიფტონი იეილის თეატრალურ სკოლაში მხატვრულ განათებას ასწავლის. მრავალ ჯილდოსთან ერთად, მიღებული აქვს დოროთი და ლილიან გიშების პრიზი 2001 წელს და ჯერომ რობინსის პრიზი 2003 წელს.

ჯენიფერ ტიფტონი საქართველოში ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საერთაშორისო ურითიერთობების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, მოგვწეროთ theatre@iliauni.edu.ge

ბანერები