ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

თავისუფალი მეცნიერებების საზაფხულო სკოლა

განცხადებები

თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა 2012 წლის ზაფხულში, 2 ივლისიდან - 27 ივლისის ჩათვლით საზაფხულო სკოლის ფარგლებში ორ კურსს სთავაზობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს:

1) შექსპირი, იულიუს კეისარი; ანტონიოსი და კლეოპატრა - დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებთან ერთად (პროფესორი მანანა ანასაშვილი)
2) ბერძნული დრამა ანტიკურობისა და თანამედროვეობის კონტექსტში (პროფესორი ნესტან რატიანი).

ორივე კურსი 6 კრედიტიანია და ორივე მათგანი თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის კურიკულუმში ლიტერატურის მოდულში შედის. კურსებზე დასწრება შეუძლიათ და შესაბამისად, კრედიტი მიენიჭებათ მათ, ვისაც თავისუფალი მეცნიერებები ძირითად ან მეორად პროფესიად აქვს არჩეული ან ვისი მეორადი პროგრამაც თავისუფალი კრედიტებია. დასწრება შეუძლიათ მათაც, ვისაც ოფიციალურად კრედიტების აღება არ სურს და, უბრალოდ, დაინტერესებულია აღნიშნული კურსებით. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თავისუფალი მეცნიერებების საზაფხულო კურსის/კურსების გავლის შემდეგ თქვენთვის მინიჭებული კრედიტები ჩაითვლება შემოდგომის სემესტრის კრედიტებში. მაშასადამე, ეს არის შესაძლებლობა, რომ შემოდგომის სემესტრში მოსაგროვებელი კრედიტების შეგროვება ზაფხულშივე დაიწყოთ.

აღნიშნულ კურსებზე 14 ივლისამდე არგუსით დარეგისტრირების შესაძლებლობა არ არსებობს. აუცილებელია მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე, თუ რომელ კურსზე დასწრება გსურთ და 5 ივლისამდე მობრძანდეთ ლექციაზე. 5 ივლისის შემდეგ კურსებზე რეგისტრაციას ვეღარ გაივლით. ოფიციალურად არგუსზე 14 ივლისის შემდეგ დარეგისტრირდებით.

კურსების ცხრილი იხილეთ ქვემოთ:
I - შექსპირი, იულიუს კეისარი; ანტონიოსი და კლეოპატრა - დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებთან ერთად (პროფესორი მ. ანასაშვილი, ორშაბათი , სამშაბათი და ხუთშაბათი 10:00 სთ - 14:00 სთ, აუდიტორია ა 103. გაითვალისწინეთ, რომ ამ კურსზე ადგილები შეზღუდულია. სტუდენტთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 12-ს).

II - ბერძნული დრამა ანტიკურობისა და თანამედროვეობის კონტექსტში (პროფესორი ნ. რატიანი, ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 18:00 სთ - 21:00 სთ, აუდიტორია ა 103).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის მენეჯერს, ნინო ჯაფარაშვილს.
ელ-ფოსტა: n_japarashvili@yahoo.com
ტელ: 598 808 900

ბანერები