ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

თავისუფალი მეცნიერებების საზაფხულო კურსები

განცხადებები

თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა გაძლევთ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ დაესწროთ  ორ-კვირიან საინტერესო საზაფხულო კურსებს და მათი წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვოთ საკმაოდ მაღალი კრედიტი.  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნესტან რატიანი, შემდეგ საზაფხულო კურსებს გაუძღვება:
1.ქალი ლიტერატურასა და ხელოვნებაში
ლექციები ჩატარდება ორშაბათსა და  ოთხშაბათს, 18:00 საათიდან 20:50 საათამდე, ა304 აუდიტორიაში.
2.ცოდნა და მის მიღმა
ლექციები ჩატარდება სამშაბათსა და ხუთშაბათს, 18:00 საათიდან  20:50 საათამდე, ა304 აუდიტორიაში.
თითოეული კურსი არის 6 კრედიტიანი. სალექციო პერიოდი დაიწყება 26 ივნისიდან და გაგრძელდება 12 ივლისამდე; ხოლო საგამოცდო პერიოდია 12 - 20 ივლისი. კურსებზე რეგისტრაციისთვის უნდა მიბრძანდეთ ა206 აუდიტორიაში, 22, 24, ან 25 ივნისს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის მენეჯერს, ნინო ჯაფარაშვილს.
მობილური: 598 808 900
ელ-ფოსტა: n_japarashvili@yahoo.com

ბანერები