ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

თანამშრომლობის მემორანდუმი საჯარო სკოლებთან

ოთხშაბათს, 22 სექტემბერს, 14:00 საათზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქ. თბილისის მასშტაბით ოცდასამ სკოლას შორის.

მემორანდუმის საგანია სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს უფროსკლასელთათვის (მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ ღია ლექციების ჩატარებას.

მემორანდუმის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს მომავალ თანამშრომლობას უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის, დააკავშიროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის პროფესორებთან საჯარო სკოლების მოსწავლეები, უზრუნველყოს კავშირი პედაგოგებსა და განათლების მიმართულების სტუდენტებს შორის.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგი თევზაძე და სკოლების დირექტორები.

ბანერები