ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტური დასაქმების პროგრამა ბიბლიოთეკაში

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკაში დასასაქმებლად


პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, გამოიყენოს უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური რესურსი ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესების ეფექტური და დაჩქარებული მიმდინარეობისათვის და, მეორე მხრივ, გაზარდოს სტუდენტების აქტიურობა ბიბლიოთეკის მომსახურეობისა და სოციალიზაციის სფეროში.
პროგრამაში მონაწილეობით სტუდენტები უკეთესად გაიცნობენ ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკას და განუმტკიცდებათ განცდა, რომ ეს მათი ბიბლიოთეკაა.
შერჩეული სტუდენტები გაივლიან ტესტირებასა და სპეციალურ ტრენინგს, რის შედეგად მათი საქმიანობა, ფუნქციები და ანაზღაურება განისაზღვრება მოკლევადიანი ხელშეკრულებებით.
კონკურსის პირობები და ეტაპები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (როგორც ბაკალავრიატის სტუდენტებს, ასევე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს)
9 სექტემბერი-15 ოქტომბერი - მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტაცია (იხ. ქვემოთ) უნივერსიტეტის კანცელარიაში (სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 09.30-18.00 სთ., მისამართი: ჩოლოყაშვილის ქ. 3-5, პირველი სართული.) ან გამოაგზავნონ მისამართზე hr@iliauni.edu.ge.
19 ოქტომბერი - საბუთების განხილვის შემდეგ კონკურსანტები მიიღებენ შეტყობინებას ტესტირების შესახებ.
20 ოქტომბერი - კონკურსანტები ჩაუტარდებათ ტესტირება.
26 ოქტომბერი - შერჩეული კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას შედეგების შესახებ და მოწვევას ტრენინგამდე ორი დღით ადრე.
27-28 ოქტომბერი - კანდიდატები დაესწრებიან სპეციალურ ტრენინგებს.
29 ოქტომბერი - კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას შედეგების შესახებ.
30 ოქტომბერი - კანდიდატები მიიღებენ ინფორმაციას საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.

მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია

სამოტივაციო წერილი (1 გვერდამდე)
პირადობის მოწმობის ასლი
CV

შეფასების კრიტერიუმები
კომუნიკაციის უნარი
მოსმენის უნარი
თანამშრომლობის უნარი
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დადებითი განწყობის შექმნის უნარი
უცხო ენის ცოდნა
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი

შესასრულებელი ფუნქციები
მკითხველთა რეგისტრაცია;
წიგნის ცირკულაციის რეგისტრაცია;
მკითხველისთვის საბიბლიოთეკო მომსახურეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (პირადად, ელ.ფოსტის საშუალებით, ტელეფონით);
მკითხველის დახმარება საძიებო სისტემებისა და ელექტრონული რესურსების გამოყენებაში;
კატალოგიზაცია;
სხვადასხვა მასალის ელექტრონიზაცია;
ანოტაციების მომზადება.

სამუშაო განრიგი
სამუშაო გრაფიკის დადგენასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკა გაითვალისწინებს სტუდენტების ლექციების განრიგს.

ანაზღაურება
ანაზღაურება საათობრივია.

 

ბანერები