ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტური ბიზნეს-ოლიმპიადა V

დაიწყო 5-ე სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა [სბოV]. სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა გამორჩეულ სტუდენტთა ინტელექტუალური შეჯიბრია, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და ასახელოს თავისი სასწავლებელი. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტებისაგან (თითო გუნდში 1, 2, 3 ან 4 სტუდენტი) შემდგარ გუნდებს, რომლებიც გაივლიან სათანადო რეგისტრაციის პროცესს.

,,სბოV'' უკვე დაიწყო და იგი ინტერნეტით ჩატარდება: გუნდების რეგისტრაცია, სტრატეგიული სიმულაცია და ყოველი კომუნიკაცია სიმულაციის ადმინისტრატორთან ინტერნეტით წარიმართება.

სბოV-ის სპონსორები და ორგანიზატორები არიან:

• ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი [GAU];
• ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა [ISET];
• შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი [IBSU];
• კავკასიის უნივერსიტეტი [კავკასიის ბიზნესის სკოლა - CSB];
• კავკასიის აკადემიური ცენტრი [CAC];
• გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი [Alma Mater];
• ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი [KSEU];
• საქართველოს უნივერსიტეტი [GU];
• ბიზნეს კონფერენცია - www.conference.ge [მხარდამჭერი];
• MARNET Associates LLC [ორგანიზატორი].

როგორია მონაწილეობის პირობები?
2009 წლის 3 აპრილამდე გუნდმა უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ფორმა. მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის. თითოეული მონაწილე სტუდენტური გუნდი იხდის 50 ლარს [წესების თანახმად ეს თანხა შესაძლებელია დაიფაროს "მარნეტი"-ს ვაუჩერით, ან სასწავლებლის მიერ ან რომელიმე სხვა წყაროს მიერ].

ოლიმპიადის მთავარი მექანიზმია სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - B-STRAT. თუმცა ამჯერად სტუდენტური გუნდები არა მხოლოდ აყალიბებენ კომპანიებს, აწარმოებენ და ბაზარზე ყიდიან პროდუქტს, იგებენ ფულს და იმარჯვებენ, არამედ ახალი კომპონენტის სახით დამატებულია ბირჟა. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით გუნდები თავიანთი მოგებული ვირტუალური ფულით შეძლებენ იყიდონ კომპანიები;

შეჯიბრი იქნება როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური. სამი გამარჯვებული სტუდენტი მიიღებს ფულად პრიზებს 300, 200 და 100 ლარის ოდენობით შესაბამისად პირველი, მეორე და მესამე ადგილებისათვის. 20 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს მონაწილეობის სერტიფიკატს, რომელზედაც ყველა სპონსორის ლოგო და ხელმოწერა იქნება დატანილი;

სბოV სამუშაო გეგმა:
რეგისტრაციის პერიოდის დასაწყისი: 16 მარტი, 2009;
გუნდების რეგისტრაციის პერიოდის დასასრული: 3 აპრილი, 2009;
ოლიმპიადის დასასრული: 2009 წლის მაისის მიწურული.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ:822 29 47 11

 

ბანერები