ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

განცხადებები

2014 წლის 19 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია.
 
კონფერენცია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ კვლევითი ნაშრომები დარგში მიმდინარე აქტუალურ და კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, გაიფართოონ აკადემიური ქსელი, იმსჯელონ საკუთარ ნაშრომებზე და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები.
 
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:                      
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

საუკეთესო სტატიები დაიბეჭდება კონფერენციისადმი მიძღვნილ კრებულში. გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან პრიზებით. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სპეციალური საჩუქარი.

ადგილმდებარეობა:A 101
დრო:10:00 საათი

იხ.პროგრამა>>>

ბანერები