ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტთა სტაჟირება ,,ჯი პი აი ჰოლდინგში”

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგს” შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა სპეციალისტების სათანადო პრაქტიკული მომზადების უზრუნველყოფასა და სადაზღვევო ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობის ზრდას, იწყება სტუდენტების პროფესიული სტაჟირების პროცესში ჩართვა. სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგი” სტუდენტთა სტაჟირების წარმატებით გავლის და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში განიხილავს მათი შესაძლო დასაქმების საკითხს.

სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგი” სტაჟირების გასავლელად კანდიდატთა შერჩევის მიზნით 18 მაისს, 14.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G კორპუსი, 106-ე აუდიტორია, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება შეხვედრა სტაჟირების მსურველ სტუდენტებთან.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს უფასო სტაჟირებას ხარისხის მართვის, ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგული კომუნიკაციების, ოპერაციული მართვის, საცალო გაყიდვების სამსახურებში.

1. ხარისხის მართვის სამსახური

პასუხისმგებლობები:
·  კომპანიაში შემოსულ პრეტენზიებსა და თხოვნებზე წერილების მომზადება;
·  კომპანიაში დაფიქსირებული პრეტენზიების შესწავლა, საკითხის გარკვევა და საჭიროების შემთხვევაში კლიენტის ინფორმირება;
·  პრეტენზიულ კლიენტებთან გასაუბრება;
·  მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის შედეგების მონაცემთა ბაზის შექმნა, შედეგების დათვლა;
·  დაფიქსირებული პრეტენზიების პროგრამული აღრიცხვა.

მოთხოვნები:
·  ოფისის პროგრამების ცოდნა (computer skills);
·  გაწონასწორებულობა;
·  კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
·  სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
·  ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

2. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

პასუხისმგებლობები:

.  სხვადასხვა ვაკანსიაზე დასაბარებელ კანდიდატებთან დაკავშირება;
.  პირადი საქმეების მოწესრიგება;
.  გატესტილი კანდიდატების მონაცემების მოწესრიგება ვაკანსიისა და თარიღების მიხედვით;
.  საშვებულებო განაცხადების დარეგისტრირება;
.  სამივლინებო განკარგულებების მომზადება;
.  CV-ების გადარჩევა;
.  თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვა;

მოთხოვნები:
·  სასურველია, კანდიდატი სწავლობდეს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე
·  ოფისის პროგრამების ცოდნა (computer skills)
·  სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
·  ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

3.    მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილება

პასუხისმგებლობები:
·  ფეისბუქის გვერდის მართვა (მასალების დადება, განახლება, სტატისტიკის დაფიქსირება, რისერჩი, შეიძლება დასჭირდეს ფოტოგადაღება სამოყვარულო დონეზე, პოსტების მოფიქრება და დაწერა, პასუხების გაცემა, ა.შ.);
·  ვებ-საიტზე ინფორმაციის განახლება, მათ შორის ინგლისური ვებ-საიტის აწყობაში დახმარება;
·  ადმინისტრაციულ საქმეებში დახმარება: ინვოისებისა და კონტრაქტების აღრიცხვა;
·  ლოჯისტიკურ საკითხებში დახმარება: ნაბეჭდი პროდუქციის დიზაინი/შეკვეთა, ურთიერთობა სტამბასთან/მომწოდებლებთან;
·  სავიზიტო ბარათების მომზადება საბეჭდად
·  ორგანიზატორულ საკითხებში დახმარება: ფოკუს ჯგუფები, გადაღებების პროცესი, ღონისძიებების დაგეგმვა და ა.შ.

მოთხოვნები:
·  ოფისის პროგრამების ცოდნა (computer skills);
·  სასურველია ფოტოშოპის ცოდნა;
·  კრეატიული აზროვნება;
·  კომუნიკაბელურობა;
·  სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
·  ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

4.  ოპერაციების მართვის სამსახური

პასუხისმგებლობები:
·  სამედიცინო ზარალების საბუთების საოქმედ მომზადება და არქივირება;
·  არასამედიცინო ზარალების არქივირება;
·  გაურკვეველი თანხების პერსონებზე დასმა;
·  გასული პერიოდის გაუნაწილებელი თანხების პერიოდული კონტროლი;
·  საცალო სამედიცინო დაზღვევის თანხების განაწილება;
·  სამოგზაურო დაზღვევების დადასტურება.

მოთხოვნები:
·  კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
·  სასურველია Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;
·  ანალიტიკური აზროვნება;
·  სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
·  ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

5.  საცალო გაყიდვების სამსახური

პასუხისმგებლობები:
·  სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
·  კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
·  სადაზღვევო პროგრამაში მუშაობა.

მოთხოვნები:
·  გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
·  ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
·  კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
·  სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
·  კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail).

6. ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.

პასუხისმგებლობები:
.  ფინანსური რეპორტი;
.  შიდა ანგარიშგება;
.  სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
.  განათლება ფინანსებში;
.  აუცილებელია ექსელის კარგად ცოდნა;
.  ანალიტიკური აზროვნება;
.  ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
.  სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
.  კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail).

მსურველებმა თან იქონიეთ CV.

ბანერები