სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი
განცხადებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურს საინვესტიციო სამართლის მიმართულებით იმიტირებულ სასამართლო პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ( F D I Moot) რომელიც გაიმართება ქალაქ ფრანკფურტში 2013 წელს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: (http://www.fdimoot.org/index.php?FormName=Search&FormAction=search&s_ConferenceID=2013)
მოთხოვნები:
I. სტუდენტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას
II. უნდა გააჩნდეს ინტერესი საინვესტიციო სამართლის მიმართულებით
სტუდენტთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
I. გასაუბრება ინგლისურ ენაზე
II. წერითი დავალება, რომლის შესრულებაც მოხდება ასევე ინგლისურ ენაზე.
დაინტერესებული პირები გთხოვთ მობრძანდეთ ხუთშაბათს, 16 მაისს, 6 საათზე A 402 აუდიტორიაში სადაც გაიმართება შერჩევის პირველი ეტაპი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 49 33 77, ან 222 16 37 საკონტაქტო პირი მარიამ გიორგობიანი.