ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტთა საყურადღებოდ!

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთაც შეტანილი ჰქონდათ განაცხადი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სხვადასხვა სახის სოციალური გრანტის (დაფინანსების) მოსაპოვებლად და ვერ მოიპოვეს დაფინანსება, დაფარონ სწავლის საფასურის არსებული დავალიანება ჯარიმის გარეშე, დანართი 1–ის მიხედვით განსაზღვრულ ვადებში.

დანართი 1

სრული გადახდა

სწავლის წლიური საფასური  სრულად უნდა დაიფაროს 2014 წლის  10იანვრის ჩათვლით;

ორად გაყოფა

სწავლის წლიური საფასურის  პირველი ნახევარი უნდა დაიფაროს 2014 წლის  10 იანვრის ჩათვლით; მომდევნო გადასახადი - ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;

ოთხად გაყოფა

სწავლის წლიური საფასურის  პირველი ორი მეოთხედი (ანუ ჯამში ერთი სემესტრის საფასური) უნდა დაიფაროს 2014 წლის  10 იანვრის ჩათვლით; მომდევნო ორი გადახდა - ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;

ექვსად გაყოფა

სწავლის წლიური საფასურის  ერთი მეექვსედი უნდა დაიფაროს 2013 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო დარჩენილი ორი მეექვსედი უნდა დაიფაროს 2014 წლის  10 იანვრის ჩათვლით; მომდევნო სამი გადახდა - ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;

სრული გადახდა: სწავლის წლიური საფასური  სრულად უნდა დაიფაროს 2014 წლის  10 იანვრის ჩათვლით;
ორად გაყოფა :  სწავლის წლიური საფასურის  პირველი ნახევარი უნდა დაიფაროს 2014 წლის  10 იანვრის ჩათვლით; მომდევნო გადასახადი - ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;
ოთხად გაყოფა: სწავლის წლიური საფასურის  პირველი ორი მეოთხედი (ანუ ჯამში ერთი სემესტრის საფასური) უნდა დაიფაროს 2014 წლის  10 იანვრის ჩათვლით; მომდევნო ორი გადახდა - ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;
ექვსად გაყოფა: სწავლის წლიური საფასურის  ერთი მეექვსედი უნდა დაიფაროს 2013 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო დარჩენილი ორი მეექვსედი უნდა დაიფაროს 2014 წლის  10 იანვრის ჩათვლით; მომდევნო სამი გადახდა - ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;

განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში სტუდენტებს დაერიცხებათ ჯარიმა ხელშეკრულების მიხედვით.

სტუდენტებმა, რომელთაც მიიღეს დაფინანსება და გადაიხადეს გადასახადი, თანხის დაბრუნების შესახებ განაცხადი და პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5).

დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებმა უნდა დარეკონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ  ხაზზე: 2 200 220.

ბრძანება სრულად იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში.>>

ბანერები