ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტთა კონფერენცია: კავკასიოლოგია - რეგიონისმცოდნეობითი დისციპლინა

იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულება უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკილტეტთან ერთად 2010 წლის შემოდგომაზე მართავს სტუდენტთა კონფერენციას კავკასიოლოგიის საკითხებზე.

კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ახალი სასწავლო პროგრამის შედეგები, გაარღმავოს კონტაქტები რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებთან და ხელი შეუწყოს ახალი იდეების განვითარებას. წახალისებული იქნება დისკუსიები სწავლების მეთოდებზე და მიზნებზე. სტუდენტებს საშუალება ექნებათ გამოხატონ თავიანთი აზრი და წინადადებები კავკასიოლოგიის სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით.

ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია ხელს შეუწყობს გამოცდილების გაცვლას იენისა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის, რაც დაგვეხმარება სასწავლო პროცესისა და სტუდენტთა მობილობის უკეთ ორგანიზებაში. აღნიშნულის გამო, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფერენციის მუშაობაში ქართველი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობა.

სტუდენტთა მონაწილეობის წინაპირობა: ქართული უნივერსიტეტებიდან კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კავკასიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც კონფერენციაზე წასაკითხად გამოიტანს მოხსენებას კავკასიოლოგიის საკითხებზე (თემატიკა არ არის შეზღუდული)

ენა: კონფერენციის სამუშაო ენაა გერმანული.
ჩატარების ადგილი: იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი (გერმანია)
თარიღი: 23.10.2010 - 27.10.2010
საქართველოდან გამომგზავრება: 22.10.2010
გერმანიიდან გამგზავრება: 28.10.2010
განაცხადების შემოტანა: 2010 წლის 31 მაისამდე.

აპლიკანტმა უნდა შეავსოს და ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნოს სპეციალური სააპლიკაციო ფორმა, რომლის გადმოტვირთვაც შესაძლებელია მოცემული ჩანაწერის გააქტიურებით.

ელ-ფოსტა: anna-maria.kaim@uni-jena.de

პასუხს კონფერენციაში შესაძლო მონაწილეობაზე აპლიკანტი მიიღებს 2010 წლის 15 ივნისამდე.

 

 

ბანერები