ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტების საყურადღებოდ (ახალი სემესტრის დაწყების შესახებ)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი იწყება 1 მარტს. მაგისტრატურის პირველ კურსელები სასწავლო კურსებს აირჩევენ არგუსის საშუალებით.
"არგუსი" არჩევის რეჟიმში გაიხსნება პარასკევს, 26 თებერვალს, დღის 12 საათისათვის და კურსების არჩევა ან გადარჩევა შესაძლებელი იქნება 10 მარტის ჩათვლით.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტის საშუალებით. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ უნივერსიტეტის კომპიუტერული დარბაზის მომსახურებით. კომპიუტერული დარბაზი იმუშავებს პარასკევს, შაბათს და კვირას (26-28 თებერვალი) A კორპუსის კომპიუტერულ დარბაზებში. 26 და 27 თებერვალს შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ A 208 აუდიტორიის მომსახურებითაც. შაბათს და კვირას კომპიუტერული აუდიტორიები იმუშავებს 9-დან 19 საათამდე.

26,27,28 თებერვალს, ასევე შემდეგ კვირაში, იმუშავებს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ თუ კითხვები გაგიჩნდებათ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომრებია: 29-47-12; 22-16-21; 29-46-12; 22-16-37.

მეორე წლის მაგისტრებისთვის კურსების არჩევის/გადარჩევის საბოლოო ვადა არის 10 მარტი. თქვენი არჩევანის შესახებ ინფორმაცია უნდა აცნობოთ სამდივნოს, E 201 (ვაკის პარკის წინ მდებარე შენობა).

ბანერები