![პრაღაში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის გამო ილიას უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს კარლის უნივერსიტეტს](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/81/291ece5aa3a50fd42107bf360ba3cada_81628.jpg)
![ინფორმაცია 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით სტატუსშეჩერებული ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთათვის ფინანსური დავალიანების ჩამოწერისა და სტატუსის აღდგენის შესახებ](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/80/3d61bde84d63ccb9f3888f4e01332438_80244.png)
![ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/79/a9ba6f3e8c9aee77be2cc1491b2faa06_79958.png)
სტუდენტები - სტუდენტებისთვის
განცხადებები
ილიაუნის სამართლის სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ჩაატარებენ მიზნობრივ შეხვედრებს პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის. ნანა ნატროშვილი და ქეთევან ქონქლაძე ორშაბათობით 13:00 საათიდან 15:50 მდე, D 311 აუდიტორიაში ჩაატარებენ შეხვედრებს სალექციო კურსის შესავალი სამართალში - 1 და შემდეგ კერძო სამართალი 1-ში, აღნიშნული შეხვედრები დაეხმარება სტუდენტებს სასწავლო მასალის დაძლევაში და მისცემს საშუალებას გაიღრმავოთ ცოდნა ზემოთ აღნიშნულ საკითხებში.
გულად ქანთარია ყოველ სამშაბათს 12:00 საათიდან 14:50 -მდე, C 219 აუდიტორიაში წარუძღვება შეხვედრებს საჯარო სამართალში, რომელიც ისწავლება მეორე კურსზე, დასწრება შეუძლიათ, როგორც პირველ ასევე მეორე წლის სტუდენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
დამამთავრებელი წლის სტუდენტი სევო სარიშვილი, ასევე სტუდენტები: ნანა ნატროშვილი და ნანა მათეშვილი ყოველ ხუთშაბათს - 15:00 - საათიდან 17:50 -მდე , D 104 აუდიტორიაში სთავაზობენ სტუდენტებს დამხმარე შეხვედრებს ხელშეკრულებების შედგენის ტექნიკაში. ამ შეხვედრებზე სტუდენტებს მიეცემათ საშუალება გაირღმაონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა/უნარჩვევები:
• ნასყიდობის,გავცლის, ჩუქების, ქირავნობის, სესხის, ნარდობის, მიბარება სასაქონლე საწყობსა და ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებების შედგენაზე;• ლიზინგის,ფრენშაიზინგის, საბანკო მომსახურების,სატრანსტორტო ექსპედიციის, გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულებების ძირითად მახასიათებელ თვისებებზე და მათი გამოყენების გზებზე;
• სახელშეკრულებო სამართლის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ხელშეკრულების შედგენის ტექნიკაში შეხვედრების მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს, რომ გამოუმუშავდეთ ხელშეკრულების წერითი უნარ-ჩვევები გაიაზრონ ხელშეკრულებების შედგენის თავისებურებები, მათდამი სამართლებრივი ნორმების სწორი მისადაგება, მიიღონ პროფესიული ცოდნა აღნიშნულ დარგში. ასევე, შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ საქმიანობაში და სწავლების შემდეგ საფეხურზე.