ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტები სტუდენტებისთვის

ილიაუნის სამართლის სკოლა

სტუდენტები სტუდენტებისთვის

Mentorship (Students for Students)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურსს, რომლებიც  2013 წლის შემოდგომის სემესტრში, დახმარებას გაუწევენ სამართლის სკოლის დამწყები კურსის  სტუდენტებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის შესწავლისას წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში და  განახორციელებენ სისტემატურ მიზნობრივ შეხვედრებს მათთან.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 3-5 კაციანი ჯგფუფების შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებით და  შაბათ კვირას გამართავენ შეხვედრებს როგორც საჯარო და კერძო სამართლის მიმართულებით, ასევე სისხლის სამართალში დამწყები წლის სტუდენტებისთვის.

2013 წლის შემოდგომის სემესტრში ძირითადი მიმართულების სალექციო საათების რაოდენობა გაიზარდა და მოიცავს 4-6 საათს (ყოველკვირეულად), სადაც სტუდენტები სწავლობენ კონკრეტული მიმართულების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, გარდა ამისა ძირითად სასწავლო კურსებს დაემატა სასემინარო შეხვედრები სადაც პრაქტიკოსი იურისტები სტუდენტებს უნვითარებენ თეორიული ცოდნის პრაკტიკაში გამოყენების უნარს, შემოდგომის სემესტრიდან ყველა ლექტორი იწყებს სტუდენტთათვის ემპირიულ/დაკვირვებაზე დამოკიდებულ ცოდნით აღჭურვას, რაც გულისხმობს სტუდენტების შეხვედრას ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორში მოღვაწეობენ და ადგილზე იმ საქმის გაცნობას, რომელსაც ისინი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებენ.  ზემოხსენებული მეთოდების სინთეზი განაპირობებს მრავალმხრივ მიზნობრივ შედეგზე ორიენტირებულ სწავლების პროცესს.

პროექტში „სტუდენტები სტუდენტებისთვის’’ მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სამართლის სკოლის დეკანატში. აუდიტორია  A 402- ში 9 ოქტომბრამდე და შეუდგნენ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის დამწყები წლის სტუდენტებისთვის გაზიარებას 15 ოქტომბრიდან.

9-15 ოქტომბრამდე მოხდება 3-4 წლის სტუდენტთა ცოდნის და სტუდენტებთან ჯგუფში მუშაობის უნარჩვევების შემოწმება და ახალი უნარჩვევებით აღჭურვა, ხოლო 15 ოქტომბრიდან დაკომპლექტებული ჯგუფები შეუდგებიან ყოველკვირეულ შეხვედრებს, რომლებიც კიდევ უფრო სრულყოფენ სწავლების მრავალმხრივ სინთეზირებულ მეთოდებს და ხელს შეუწყობენ ახალი, პროფესიონალი იურისტების ჩამოყალიბების ერთიან საქმეს, რომელსაც ყველანი ერთად ვახორციელებთ ჩვენთან ილიაუნის სამართლის სკოლაში.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 477 49 33 77
გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ და გამოაგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე mgiorgobiani@iliauni.edu.ge
საკონტაკტო პირი მარიამ გიორგობიანი

ბანერები