ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტიპენდია მაგისტრანტებისთვის საერთაშორისო მედიის სწავლებაში

სტიპენდია მაგისტრანტებისთვის საერთაშორისო მედიის სწავლებაში

საერთაშორისო მედია სწავლების სამაგისტრო პროგრამა არის ოთხ სემესტრიანი, განათლების შემდგომი ეტაპი სრული სასწავლო პროგრამის გასავლელად. ის წარმოადგენს ბონის, Bonn-Rhein-Sieg-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებისა და Deutsche Welle -ის გერმანიის საერთაშორისო ტრანსლაციის (მათი შტაბბინა განთავსებულია ბონში) საერთო პროექტს.

ორ ენოვანი სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ მიმდინარე გლობალური მედიის განვითარებისა და მედიასა და საერთო განვითარების კავშირების უნიკალურ კურსს. მსოფლიოს ნებისმიერი სტუდენტი ისარგებლებს პარტნიორებთა ურთიერთობითა და უმაგალითო კვლევის, ლექციებისა და პრაქტიკული გამოცდილების ნაკრებით.

პრაქტიკული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის პროგრამა აერთიანებს მსოფლიოს მედიისათვის მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: მედია და განვითარება, ჯურნალისტიკა, კომუნიკაციის მეცნიერება და მედია ეკონომიქსი.

სამიზნე ჯგუფი

პროგრამა გათვლილია მთელი მსოფლიოს სტუდენტებზე, რომელთაც სურთ მუშაობა ჟურნალისტის პოზიციაზე ან კომუნიკაციის სექტორში.
დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და აგრეთვე უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ერთი წლის პროფესიული მედია გამოცდილება.
აღნიშნული პროგრამა იქნება ორ ენოვანი (ინგლისური და გერმანული), სადაც ინგლისური იქნება კურსის ძირითადი ენა.

პროგრამა განსაკუთრებით გათვლილია:

• რადიო, სატელევიზიო, ინტერნეტ და ბეჭვდითი მედიის წარმომადგენელთათვის
• გადამზადების მსურველი ჟურნალისტებისათვის, განსაკუთრებით ელექტრონული მედიის წარმომადგენელთა დატრეინინგებისთვის.
• რადიო სადგურების მმართველობის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისთვის
• საკომუნიკაციო ექსპერტებისთვის
• არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის
• სამინისტროების თანამშრომელთათვის
• თანამშრომლობის განვითარების ჯგუფებსა და პროექტებში დასაქმებულ პირთათვის
• რეგიონულ სამუშაო ჯგუფებისა და ეროვნული ინფორმაციის გამავრცელებელ ორგანოთა წარმომადგენლებისათვის
• მედია გაერთიანების წარმომადგენლებისათვის


სტიპენდიები
სტიპენდიას მიიღებს 15 მსურველი, რომელიც არის აფრიკიდან, აზიიდან, ლათინო ამერიკიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან. სტიპენდია ითვალისწინებს 750 ევროს, რომელიც დაფარავს სტიპენდიანტის საცხოვრბელი ადგილისა და ქალაქში ცხოვრების, მგზავრობისა და სწავლის გადასახადის ხარჯებს. თუ რომელი მსურველი მიიღებს სტიპენდიას, გადაწყვეტს კომიტეტი.

სტიპენდიაში წარსადგენ დოკუმენტთა სია:

• შევსებული სააპლიკაციო ფორმა
• CV ცხრილის ფორმატში
• სამოტივაციო წერილი
• დიპლომის ასლი
• ხარისხის მიღების შემდგომ სულ მცირე ერთი წლის სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი მედიის დარგში
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (TOEFEL: ქულა 550-დან ზემოთ, IELTS: ქულა 6.0 -დან ზემოთ, BULATS: ქულა 70-დან ზემოთ, LCCI მესამე დონე, და ა.შ.)
• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი ( TestDaF - ის მესამე დონე TDN ან DSH -ის პირველი დონე)
• პასპორტის ერთი სურათი
• პასპორტის პირველი და მეორე გვერდების ასლი

წარმოდგენილი სერთიფიკატების ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ინგლისურ ან გერმანულ ენაზე.

შევსებული აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
Deutsche Welle, DW_AKADEMIE, International Media Studies, Dr. Christoph Schmidt, 53110 Bonn,Germany.
E-mail: Barbara.Hiller@dw-world.de

ვრცლად ზემოთაღნიშნული სტიპენდიის შესახებ იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი: http://www.dw-world.de/dw/0,,12278,00.html

ან მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 77 23 77 18 (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2009 წლის 31 მაისი.

 

 

 

ბანერები