ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტაჟირების ახალი პროექტი

განცხადებები

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ასოციაციის სასწავლო ცენტრი მიმდინარე სემესტრში ახორციელებენ სტაჟირების ახალ პროექტს. პროექტში მონაწილეობას ღებულობენ სამართლის სკოლის მაგისტრანტები. მაგისტრანტებს პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ: გაეცნონ და შეისწავლონ ადვოკატთა ასოციაციის ყოველდღიური საქმიანობა, მიიღონ მონაწილეობა ადვოკატთა ასოციაციის შიდა სამუშაო პროცესებში, დაესწრონ ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ, სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ტრენინგებსა და ღონისძიებებს. პროექტი მიზნად ისახავს მაგისტრანტებისათვის თეორიული ცოდნის ამაღლებას და პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებას. სტაჟირება დაიწყება მიმდინარე წლის 25 მარტიდან და გაგრძელდება სემესტრის ბოლომდე.

ბანერები