ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტაჟირება ეკონომიკური განვითარების სამინისტროში

განცხადებები

აქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აცხადებს სტაჟირების კონკურსს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით. სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისად დაინიშნა სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა.

სტაჟირება განისაზღვრება 6 თვემდე ვადით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტს ან უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე საქართველოს ქმედობაუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას.

საბუთების მიღება წარმოებს მიმდინარე წლის 24 მარტიდან - 8 აპრილის ჩათვლით, 12 საათიდან- 17 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0108, გ. ჭანტურიას ქუჩა № 12, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

კონკურსზე წარსადგენი განცხადება იწერება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე. მასში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა (ან საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, ფაკულტეტი), მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შესაბამისად), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი, თან უნდა დაერთოს:
ა) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV-ქართულ ენაზე);
ბ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ერთი ფოტოსურათი (3x4);
ე) რეკომენდაცია/შუამდგომლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N 1).
4. გასაუბრება ჩატარდება 2010 წლის 13 აპრილიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საკონკურსო კომისიას შემდეგ ტელეფონებზე: 98-23-71; საინფორმაციო ცენტრს  ტელეფონებზე: 99-10-22; 99-11-05; www.economy.ge

ბანერები