ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტაჟირება ბაკალავრიატის ბოლო კურსის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ეროვნულ ბანკში სტაჟირების ახალ ეტაპს.
სტაჟირება ჩატარდება ეროვნული ბანკის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

  • მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი;
  • შიდააუდიტორული სამსახური;
  • სპეციალიზებული ჯგუფების და საზედამხედველ პოლიტიკის დეპარტამენტი;
  • ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი.

სტაჟირების მსურველმა სტუდენტებმა ელფოსტაზე ibscc@iliauni.edu.ge უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:

  • სივი (CV);
  • პირადობის მოწმობის ასლი (დასკანირებული ვარიანტი);
  • შევსებული განაცხადის ფორმა.
ბანერები