ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტაჟირება ამერიკის საელჩოში

ყველა ქართველი სტუდენტისათვის
ცხადდება სტაჟირება სახელმწიფო
მართვის განყოფილებაში
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი, კვირაში 20-30 საათი
სტაჟირების ხანგრძლივობა: ივნისი -დეკემბერი 2009

ეს არ არის ფედერალური სამსახურის შემოთავაზება
არ იქნება არანაირი დამატებითი სარგებელი
არ იქნება არანაირი კომპენსაცია

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობანი:
• საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მართვის განყოფილების პერსონალისათვის დახმარება მიმდინარე საქმიანობაში
o ერთი სტაჟიორი დახმარებას უწევს პრესისა და გადაცვლების განყოფილებების პერსონალს
o ერთი სტაჟიორი დახმარებას უწევს საინფორმაციო რესურსების ამერიკული ცენტრის პერსონალს
o ერთი სტაჟიორი დახმარებას უწევს კულტურული დაგეგმარების სფეროში

• ინფორმაციული პროგრამის გავრცელებაში დახმარება, რომელიც მოიცავს ამერიკულ კუთხეებსა და სხვა ადგილებში პრეზენტაციების მომზადებას
• სახელმწიფო მართვის განყოფილების პერსონალის მოვლენების დაგეგმაში დახმარება, რომელიც მოიცავს მოსაწვევებისა და სტუმრების სიების მომზადების, გამყიდველებთან კოორდინაციის, ადგილის შეთანხმების, თარგმანით უზრუნველყოფის, სტუმრების მიღების, სურათების გადაღების საკითხებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
• საკანცელარიო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, როგორიც არის სტუმრების ესკორტირება, სტუმრების საკვებით უზრუნველყოფა, საელჩოში გამოფენების კოორდინაცია, საბუთების შენახვა, ასლებისგადაღება და მსგავსი მოვალეობანი.

სასურველი კვალიფიკაცია:

• უნდა იყოს რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი მაღალი სასწავლო მოსწრებით, მაგრამ შეზღუდვები არ ეხებათ სტუდენტებს შემდეგი სპეციალობებით ამერიკათმცოდნეობაში, სახელმწიფო მართვაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ჟურნალისტიკის, ინგლისურის ან ბიბლიოთეკარის პროფესიაში
• სავალდებულოა ინგლისური ენის (მეოთხე დონის) და ქართულის ცოდნა
• უნდა გააჩნდეს კორესპონდენციის და საოფისე საქმიანობის მართვის გამოცდილება, გამოირჩეოდეს კოლეგებთან კარგი ურთიერთდამოკიდებულებით და იყოს კომუნიკაბელური პიროვნება

მსურველებს ევალებათ ადამიანური რესურსების ოფისში შემდეგი მონაცემების გაგზავნა :

1. სტაჯირებაზე განაცხადის შესავსები ფორმა
2. სამოტივაციო წერილი
3. სარეკომენდაციო წერილი ან უმაღლესი სასწავლებლიდან წერილობითი თანხმობა
4. აკადემიური საგნების ჩამონათვალი დანართის სახით


გააგზავნეთ ფორმა
ადამიანური რესურსების ოფისში
გიორგი ბალანჩივაძის 11
თბილისი, საქართველო
საფოსტო ინდექსი:0131
ფაქსი: (995-32) 277707
ელ-ფოსტა: HROTbilisi@state.gov
ყველა ფორმაზე მიუთითეთ სასურველი თანამდებობა დასახელება

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ფორმის გაგზავნის ბოლო ვადაა 5 ივნისი 2009-05-22

 

ბანერები