ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

SPSS-ის სასერტიფიკატო კურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების პროგრამასთან არსებული საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი აცხადებს მიღებას  სასერტიფიკატო კურსზე SPSS-ში და სტატისტიკაში.

კურსი წარმოადგენს მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების და ანალიზის მეთოდების შემსწავლელ კურსს, რომელიც განკუთვნილია საჯარო ან სხვა სფეროში დასაქმებულ პირისთვის (სტატისტიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, სტუდენტი, მკვლევარი) ვისაც საკუთარი საქმიანობის დროს შეხება აქვს ემპირიული მონაცემების დამუშავებასთან.

დღეს მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის საშუალებებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად სტატისტიკური პროგრამების ბაზარი  მნიშვნელოვნად განვითარდა. ამ კურსის მიზანია კონკრეტული  ამოცანების შესასრულებლად მონაცემთა დამუშავების მიზნით შესაბამისი სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში. კურსი ითვალისწინებს სტატისტიკისა და SPSS-ის, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის შერწყმულ შესწავლას.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში. კურსს უძღვება კვალიფიციური პედაგოგი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, რომლებიც სწავლის განმავლობაში თეორიულ მასალასთან ერთად დიდ ყურადღებას აქცევს პრაქტიკულ სამუშაოებს. ჯგუფები დაკომპლექტდება 12 მსმენელისგან.


შეისწავლება შემდეგი მოდულები:

I მოდული

SPSS-ის და სტატისტიკის საბაზისო კურსი
II მოდული
ძირითადი სტატისტიკური ანალიზები და სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში

კურსის ხანგრძლივობა: სულ მოიცავს 24 საათს გადანაწილებული 5-6 კვირის განმავლობაში (მეცადინეობის განრიგი შეთანხმების საგანი)

ღირებულება: 80 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ თანდართული ფაილი და CV-ერთად გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: nino.imedashvili.1@iliauni.edu.ge. გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ”სასერტიფიკატო კურსი SPSS-ში”.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2014  წლის 17 იანვარია 18:00 საათი.

დაგვიკავშირდით:

მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
თბილისი 0162, საქართველო
ტელ:  (+995) 32 2 23 10 57 (+995)  599 48 70 47
ელ-ფოსტა:  nino.imedashvili.1@iliauni.edu.ge

ბანერები