ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

SPSS-ის და სტატისტიკის სასერტიფიკატო კურსი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი) აცხადებს მიღებას SPSS-ის და სტატისტიკის სასერტიფიკატო კურსებზე. კურსი განკუთვნილია მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების და ანალიზის მეთოდებით დაინტერესებული სტატისტიკოსებისა და სოციოლოგებისათვის, ასევე სხვა სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის, ვისაც საკუთარი საქმიანობის ფარგლებში შეხება აქვს ემპირიული მონაცემების დამუშავებასთან. კურსის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდება სტატისტიკისა და SPSS-ის, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის  შერწყმულ შესწავლაზე. ჯგუფები დაკომპლექტდება 8-10 მსმენელისგან. კურსის მსვლელობისას ყურადღება მიექცევა პრაქტიკული მაგალითების განხილვას და ასევე, მსმენელს მიეცემა თითოეული გავლილი საკითხის ირგვლივ შესასრულებელი სამუშაოს დავალება.

მიმდინარეობს მიღება შემდეგ კურსებზე:

I მოდული - SPSS-ის და სტატისტიკის ზოგადი კურსი

იმისათვის, რომ მსმენელმა შეძლოს მოცემული სასწავლო კურსის ათვისება, იგი უნდა ფლობდეს მათემატიკას საშუალო განათლების დონეზე, უნარ–ჩვევებს მისაღები გამოცდების დონეზე და გააჩნდეს კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.

II მოდული - SPSS-ის და სტატისტიკის ჩაღრმავებული კურსი (რთული სტატისტიკური ანალიზი SPSS-ის გამოყენებით)

იმისათვის, რომ მსმენელმა შეძლოს მოცემული სასწავლო კურსის ათვისება, იგი უნდა ფლობდეს ამავე პროგრამით გათვალისწინებული I  მოდულის სერთიფიკატს ან/და მან უნდა გაიაროს გასაუბრება და გამოავლინოს ამ მოდულით გათვალისწინებული დასკვნითი გამოცდის საკითხების ცოდნა.

მსმენელს შეუძლია აირჩიოს ორივე მოდული ან ერთ-ერთი.

ინფორმაცია ტრენინგის კურსის ღირებულებასა და ხანგრძლიოვობაზე იხილეთ აქ.

ჯგუფური მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და შაბათს. ოთხშაბათს საღამოს 7 საათზე, შაბათს 3 საათზე. ლექციის ხანგრძლივობა 2საათი. თითოეული მოდულის ინტენსიური კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. თითოეული კურსის ბოლო ლექცია დაეთმობა ტესტირებას. კურსებს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ტესტირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ მოცემული ფორმა და გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: giorgi.ratiani@iliauni.edu.ge. გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ” SPSS-ისა და სტატისტიკის სასერტიფიკატო პროგრამა”.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 31 მარტი. მეცადინეობები დაიწყება აპრილის დასაწყისში.

ბანერები