ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

13 მაისს, 16 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის 101-ე აუდიტორიაში გაიმართება სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია.

სამაგისტრო პროგრამები

• ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი - მწვრთნელი
• სპორტის სოციოლოგია
• ადაპტური ფიზიკური აღზრდა და სპორტი
• სპორტის ფიზიოლოგია
• სპორტის ფსიქოლოგია

პრეზენტაციას ჩაატარებენ და თქვენ კითხვებს უპასუხებენ ფაკულტეტის პროფესორები: პროფ.დურმიშხან ჩიტაშვილი, პროფ. ლელა აფციაური და პროფ. დარეჯან ქობელაშვილი.

ბანერები