ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სპორტის ფაკულტეტი - „ვიაროთ მწვანე ბილიკებით“

განცხადებები

სპორტის ფაკულტეტის სამთო და სამოგზაურო  ტურისტული  კლუბი ილიას უნივერსიტეტის  თანამშრომლებს 19 ივნისს  სთავაზობს  სამოგზაურო მარშრუტს  სვლა-გეზით:

1. შეკრების ადგილი: ილიას უნივერსიტეტი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 – 9 საათი;
2. წყნეთის ტყის მასივამდე ავტობუსით მგზავრობა;
3. ტყის მასივით დაფარულ რელიეფზე ფეხით სვლა უძოს ეკლესიამდე (1,5 - 2 საათი);
4. ტურისტული ობიექტის გაცნობა;
5. შესვენება (სურვილისამებრ აქტიური დასვენება) 2-3 საათი;
6. დაბრუნება არჩევანის მიხედვით: 1) ამოსვლის მიმართულებით (4 კმ), 2) ქედიდან ფუნიკულიორის მიმართულებით კუს ტბაზე დაშვება (2 საათი - 10 კმ)


მარშრუტის ე.წ. „ტერენკურის“ (ადგილმდებარეობით მკურნალობა) მიზანია 1 დღით მაინც მოვწყდეთ ელექტრონულ სამყაროს და დავტკბეთ ბუნების მრავალფეროვნებით, გავკაჟდეთ და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა,ვიცხოვროთ აქტიურად, გავერთოთ და შევიგრძნოთ, რომ „ცხოვრება მშვენიერია...“

მსურველებს შეუძლიათ მოგვწერონ 14 ივნისამდე მისამართზე: unisport@iliauni.edu.ge

ბანერები