ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სლოვაკეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა

განცხადებები

სლოვაკეთის რესპუბლიკა აცხადებს ეროვნულ სასტიპენდიო კონკურსს. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებას. გამარჯვებული სტუდენტებისათვის ყოველთვიურად გამოიყოფა სტიპენდია. აღნიშნული პროგრამა ასევე აფინანსებს საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯს.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთების ონლაინ-წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 31 ოქტომბერი.

პროგრამა ხორციელდება სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კვლევის და სპორტის სამინისტროს მიერ.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.scholarships.sk

ბანერები