ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

”სისხლის უსაფრთხო და უსასყიდლო დონაციის პროექტის განხორციელება”

2009 წლის თებერვლიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ნორვეგიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით დაიწყო სისხლის უსაფრთხო და უსასყიდლო დონაციის პროექტის განხორციელება, პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდებში უსაფრთხო და უსასყიდლო სისხლის დონაციის შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად ჩვენს ქვეყანას წელიწადში ესაჭიროება 40'000 სისხლის დონაცია, ამჟამად კი მხოლოდ 35'000 სისხლის დონაცია ხორციელდება წელიწადში.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით 2009 წლის 5 ნოემბერს 15:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში, (ილ.ჭავჭავაძის გამზ.32) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები ჩაატარებენ სემინარს, რაც დაეხმარება თავად სტუდენტებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცოდნის ამაღლებას და, შედეგად, ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის საჭირო სისხლის დონაციაში არსებული დეფიციტის შევსებას.

ბანერები