ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სისხლის სამართლის სკოლის 3 თვიანი კომლექსური პროგრამა ადვოკატის უნარ-ჩვევებში

განცხადებები

„კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“-ის  სისხლის სამართლის  სკოლის 3 თვიანი კომპლექსური პროგრამა ადვოკატის საპროცესო უნარჩვევებში.

„კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“ ილიაუნის საბაკალავრო პროგრამის 2 სტუდენტს უფასოდ ჩარიცხავს საქართველოში პირველ სისხლის სამართლის სკოლაში და გაატარებს სპეციალიზირებულ 3 თვიან კომპლექსურ სერთიფიცირებულ პროგრამას ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში.
CLS - ში შესაძლებლობა გექნებათ 3 თვის განმავლობაში შეიძინოთ და გაიღრმავოთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გახდეთ ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ადვოკატი.
CLS  ასევე ილიას უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის 4-ე კურსის 3 სტუდენტს სთავაზობს იმავე სრული კურსის გავლას ფასდაკლებით, კერძოდ, 750 ლარის ნაცვლად 695 ლარად.
CLS - ის პროგრამებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ტრენერები (ადვოკატები და მოსამართლეები და პროფესორები)
CLS - ის პროგრამა ეფუძნება სამართლის და სხვა დარგებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოცდილებას.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის გავლა სტუდენტებს ჩაეთვლებათ სავალდებულო პრაქტიკულ კომპონენტში და მიიღებენ შესაბამის - 6 კრედიტს.
აკრედიტაცია
მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის ადვოკატთა სკოლას CLS - სს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მინიჭებული აქვს ინსტიტუციონალური აკრედიტაცია, რაც უზრუნველყოფს ადვოკატთა განგრძობად განათლებას.
სტაჟირება
პროგრამის დასრულებისას გათვალისწინებულია სტაჟირება ცნობილ საადვოკატო ფირმებში.
ინფრასტრუქტურა
CLS - ს გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა და  (აუდიტორიები, საპრეზენტაციო დარბაზი, ბიბლიოთეკა).
CLS - ში მიიღებიან იურისტები და საბაკალავრო პროგრამის ის სტუდენტებიც რომელთაც გავლილი აქვთ სისხლის სამართლის პროცესი.
CLS - ში თითოეულ სკოლაში 3 თვიან ინტენსიურ (კომპლექსურ) პროგრამაზე სწავლის სრული საფასური შეადგენს - 750 ლარს (ილიას უნივერსიტეტის 3 სტუდენტისათვის 695 ლარს) რომლის გადახდაც მსურველებს შეუძლიათ სრულიად უპროცენტო 24 თვემდე მომენტალური განვადებით, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით. ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის 2 სტუდენტს აღნიშნული პროგრამის გავლა შეეძლება უფასოდ!
CLS - ში დასრულდა უკვე  ორი ნაკადის სწავლა, სადაც პროგრამა უსასყიდლოდ გაიარეს ილიას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის 3-მა სტუდენტმა.

კურსის ფარგლებში მსემენელები გაივლიან შემდეგ საგნებს:
-    საპროცესო უნარ - ჩვევები (სისხლის სპეციალიზაციის ადვოკატებისათვის ) – 30 სთ. - ტრენერები: გაგი მოსიაშვილი - ადვოკატი, მედიაციის ცენტრის დამფუძნებეელი და მედიატორი; მერაბ ჩიქოვანი - ადვოკატი.
-    სასამართლო უნარ - ჩვევები -ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 24 სთ. - ტრენერი ქეთევან ჩომახაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ას. პროფესორი, ადვოკატი, საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
-    სამართლებრივი მართლწერა  (საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა) 8 სთ - ტრენერი ლელა ნოზაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე.
-    რიტორიკა - სასამართლო მჭერმეტყველება - ცირა ბარბაქაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

პროგრამის გავლის შედეგად მსმენელები შესძლებენ:

საგამოძიებო ორგანოებში კლიენტის ინტერესების დაცვას;
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას;
სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე კლიენტის ინტერესების ეფექტურად დაცვას (მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე);
სასამართლოზე სიტყვის დასაბუთებულად და დამაჯერებლად წარმოთქმას, კამათს;
სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას;
სამართლის ცოდნის ეფექტურად გამოყენებას პრაქტიკული საქმიანობისას;
კრიტიკული ანალიზისა და მტკიცებულებებზე დამყარებული დასკვნის გაკეთებას;
სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას (საჩივრების, შუამდგომლობების და სხვა) და მასში ცვლილებების შეტანას.

სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები:   

ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები;
იმიტირებული სასამართლო პროცესები;
ინტერაქტიული მეცადინეობები;
დემონსტრირების მეთოდი;
ახსნა-განმარტების მეთოდი;
სიტუაციური ამოცანები;
როლების განაწილება;
შემთხვევის შესწავლა და ანალიზი;
პრობლემის გადაჭრაზე ორიეტირებული სავარჯიშოები;
გუნდური მუშაობა.

განრიგი:  მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-3 ჯერ 18:30 საათიდან (კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2 საათიანი ხანგრძლივობით.
დაწვრილებითი ინფორმაციიასათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.clsgeo.ge
ან დაგიკავშირდით:
lawyers.school@yahoo.com
https://www.facebook.com/kavkasiisadvokatta.skola
2183637;
599177573
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მიმართოთ ილიაუნის საბაკალავრო პროგრამის სასხლის სპეციალიზაციის კოორდინატორს სიფიო შუბლაძეს sophiosubladze@gmail.com
მობ. 577553391
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
გისურვებთ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას.

CLS – გახდი წარმატებული ადვოკატი ჩვენთან ერთად !

ბანერები