


სინქრონისტის სასერტიფიკატო პროგრამა
განცხადებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრი აგრძელებს საბუთების მიღებას მთარგმნელ-თარჯიმნის და სინქრონისტის მოსამზადებელ სასერტიფიკატო პროგრამაზე (ინგლისური / გერმანული / ფრანგული ენები) 2011-2012 სასწავლო წლისათვის 13 ოქტომბრის ჩათვლით.
პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
1. უცხო ენის ცოდნა საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მინიმუმ B2 დონეზე: საერთაშორისო სერტიფიკატის (FCE; TestDaF, DALF ან მისთ.) წარმოდგენა ან ტესტირების გავლა ენების ცენტრში;
2. ქართულ ენაზე გამართულად წერა და საუბარი (წინასწარი ტესტირების გავლა ქართულ ენაში ენების ცენტრში).
სწავლის ხანგრძლივობაა 1 წელი. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა მინიმუმ - 5, მაქსიმუმ - 10.
სწავლის წლიური გადასახადი:
2 ძირითადი მოდულის არჩევის შემთხვევაში (წერითი და თანამიმდევრული თარგმანი) - 2 250 ლარი;
3 ძირითადი მოდულის არჩევის შემთხვევაში (წერითი, თანამიმდევრული და სინქრონული თარგმანი) – 3 150 ლარი.
საბუთების მიღება წარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ჩოლოყაშვილის ქ. 3/5) 13 ოქტომბრის ჩათვლით, ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00 სთ.
წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
ა. განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
ბ. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი (საბაკალავრო დონის დიპლომის ასლი);
გ. პირადობის მოწმობის ასლი
დ. ორი ფოტოსურათი
ე. ავტობიოგრაფია ქართულ და შესაბამის უცხო ენაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრს: lc@iliauni.edu.ge